პოლიტიკა

პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ პრეზიდენტად აირჩიეს

04.10.18 12:30


ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქე არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს.

„ფიდეს“ ხელმძღვანელი კენჭისყრის შედეგად აირჩიეს, მან 185 ხმიდან 103 ხმა მიიღო. „ფიდეს“ პრეზიდენტობის პოსტზე სამი კანდიდატურა იბრძოდა: გეორგიოს მაკროპულოსი და ნაიჯელ შორტი, თუმცა ამ უკანასკნელმა კენჭისყრის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მაკროპულოსმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ ეს ბრძოლა პოლიტიკური იყო და ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციას ხმის მიცემას აიძულებდნენ.

არკადი დვარკოვიჩი 2018 წლის გაზაფხულამდე რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე.

2007 წელს იყო რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები