პოლიტიკა

სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, OGP-ის ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

04.10.18 16:45


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ბიშკეკში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის ღონისძიებაში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ იყო ორგანიზებული.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში საქართველოს პარლამენტის პროგრესზე, განხორციელებული რეფორმებისა და სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო დონეზე, განაპირობებს პოლიტიკური ნება, მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა საპარლამენტო უმცირესობასთან, ოპოზიციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე თანმიმდევრული მიდგომა პროცესების მიმართ და სტრატეგიული კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის “, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები