მსოფლიო

მოსკოვში მომხდარ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

23.09.16 17:00


რვა მეხანძრე დაიღუპა მოსკოვის ერთ-ერთ საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია.

ხანძარი პლასტმასის ნაკეთობათა საწყობში ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.

ხანძრის ჩაქრობას 14 საათი დასჭირდა. დილით იქ რვა მეხანძრის ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები