ეკონომიკა

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა 42%-ით არის გაზრდილი - საქსტატი

01.03.24 17:00


საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2023 წლის ბოლოსათვის 2 401.3 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 939.2 კილომეტრი, რომლის 42.7 პროცენტი მთავარი ხაზების სიგრძეა, 30.1 პროცენტი - განშტოებების სიგრძე, 24.3 პროცენტი სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9 პროცენტი - მისასავლელი ლიანდაგები. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.


რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძის სტრუქტურა 2023 წლის ბოლოსათვის:

 

რკინიგზის ხაზების მთლიანი საექსპლუატაციო სიგრძე 2023 წლის ბოლოსათვის 1 576.5 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. მთავარი ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე იყო 529.9 კილომეტრი, რომლის 44.7 პროცენტი ერთლიანდაგიანია, 55.3 პროცენტი კი - ორლიანდაგიანი. საქსპლუატაციო მთავარი ხაზი სრულადაა ელექტროფიცირებული.

 

2023 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 283.3 ათასი მგზავრი, რაც 42.3 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 687.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 42.3 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

 

2023 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 242.6 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.2 პროცენტს შეადგენს და 44.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 40.7 ათასი მგზავრი, რაც 15.8 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.

 

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.5 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.5 პროცენტი (2023 წლის განმავლობაში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

 

 

commersant.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები