პოლიტიკა

ანა დოლიძე - ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი 

15.04.24 12:15


ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი. როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა მეორედ ინსტრუქცია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბრძოლას საუკუნოვან სულისკვეთებასთან აწარმოებს.

 

„ამ კანონის თავიდან შემოტანა წყლის ნაყვა და დროის კარგვაა. იმის მაგივრად ჩვენი ხელისუფლება ფიქრობდეს, რა რეფორმები გაატაროს, რომ ქვეყანაში სიმდიდრე შეიქმნას და ხალხი გაამდიდროს, მეორე წელია იგივე წრეზე მივდივართ. ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი. როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა მეორედ ინსტრუქცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ რუსულია და ეს კანონი გაიტანოს. დღეს პირველი დღეა დასაწყისი წინააღმდეგობის. მე ვფიქრობ, რომ ეს ოქტომბერში დასრულდება.

 

შედეგს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს. „ქართული ოცნება“ ბრძოლას აწარმოებს საუკუნოვან სულისკვეთებასთან. ეს ტანკებით და ნიჩბებით ვერ შეძლეს რუსებმა. ვწუხვარ, რომ ქართველი ხალხი ამის ხარჯზე დროს კარგავს. ეს მუხტი როგორც 9 აპრილსა და 31 მარტს იყო, ჩვეულებრივად გრძელდება. ეს არის საუკუნეებია განმავლობაში ჩამოყალიბებული სულისკვეთება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები