პოლიტიკა
15.04.24 15:18
ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღები საქართველოს მთავრობაა.
„რატომ არის ეს კანონი რუსული? რუსულია მიზეზი. ისევე როგორც პუტინი, „ოცნებაც“ გაღიზიანებულია საზღვარგარეთ თავისუფალი სამყაროს კრიტიკული პოზიციებით მათ მიმართ და ქვეყნის შიგნით, თავისუფალი ადამიანების კრიტიკული პოზიციებით მათ მიმართ. ეს არის მიზეზი, რატომ დასჭირდა პუტინს თავის დროზე ეს კანონი. ამერიკის შეერთებულ შტატებს „ფარა“ დასჭირდა მაშინ, როცა ამერიკელ ხალხს დაემუქრა ფაშიზმის და სოციალიზმის გავრცელების საფრთხე, ანუ ნაცისტური გერმანიის და კომუნისტური საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს იყო მიზეზი რატომ გახდა საჭირო. ევროკავშირში რატომ ლაპარაკობენ უცხოეთის გავლენების თემაზე, იმიტომ, რომ კონკრეტულად რუსეთიდან გახშირდა საარჩევნო პროცესებში ჩარევა და ასევე ჩინეთიდან. ანუ ამ მიზეზით „ოცნების“ კანონი და რუსული კანონი არის აბსოლუტურად იდენტური. პუტინის მიზეზი იყო თავისუფალი სამყაროსა და თავისუფლად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეების იზოლირება, საზოგადოებისთვის მათი დანახვება როგორც რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის ერის ინტერესების საწინააღმდეგო. „ქართული ოცნების“ კანონი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ის ამბობს, რომ თუ გაქვს თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობა გარეთ, უკვე ხარ ქვეყნის მოღალატე. ასევე, ის კანონიც და ეს კანონიც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად ავტომატურად აცხადებს ყველას, ვინც დაფინანსებას იღებს თავისუფალი სამყაროს ფონდებიდან. ნაცვლად იმისა, რომ ჩასწვდეს მიზნებში ვინ არის არასახელმწიფოებრივი საქმით დაკავებული.
ვინაა ყველაზე დიდი მიმღები უცხოური გრანტების საქართველოში? უცხოური დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღები საქართველოს მთავრობაა. საქართველოს მთავრობას ბოლო წლებში 2 მლრდ ლარზე მეტი აქვს მიღებული იმ სამყაროდან გრანტის სახით. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 20% მიიღო, ის უკვე უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ატარებს. ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24