პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - სუს-ი ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება თუ არეულობის საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს

13.06.24 13:11


გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა - კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც დასწრებოდა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა სწორედ იმიტომ არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად მუშაობენ.

 

“გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. პასუხები ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო გაცემული. ბევრი ძალიან საჭირო ინფორმაციაც მიაწოდა მან პარლამენტს. კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც დასწრებოდა. რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ “თუ სუს-ის პროგნოზები და ანალიზი მართალია ხოლმე წლების განმავლობაშიო, მაშინ რატომ არ ხდება ის არეულობა და დესტაბილიზაცია, რაზეც სუს-ი საუბრობდა წლების განმავლობაშიო” - ზუსტად იმიტომ არ ხდება, რომ ეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება თუ საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს [სუს-ი]. ამიტომ არ მოხდა ის არეულობები, რომელიც თქვენ - რადიკალურ ოპოზიციას გქონდათ დაგეგმილი - ეს არის პასუხი”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები