პოლიტიკა

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს

13.06.24 15:03


ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს.

 

ამას “საჰაერო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

 

პროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ალკოტესტის აპარატის მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ განხორციელდება.

 

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიღების შედეგად ინსპექტირების პროცესი დაიხვეწება, რაც ფრენის უსაფრთხოებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები