მეცნიერება

გიორგი ამილახვარმა, დეპუტატებს სამინისტროს ბილინგური განათლების პროგრამის შედეგები გააცნო

13.06.24 16:43


პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, დეპუტატებს სამინისტროს ბილინგური განათლების პროგრამის შედეგები გააცნო.

 

მინისტრის თქმით, 1 წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამით 400 მეტი მასწავლებელი გადამზადდა.

 

„ბილინგური განათლება მნიშვნელოვანი საკითხია ეთნიკური უმცირესობებისთვის. 1 წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამით, 400 მეტი მასწავლებელი გადამზადდა ორენოვანი სწავლებისთვის.

 

2023-2024 წლისთვის პროგრამა 184 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ხორციელდება, რომელიც ასეთი ტიპის სკოლების 63%-ია და ვფიქრობთ, რომ უახლოეს 1-2 წელიწადში სკოლებში ბილინგურ განათლებას სრულად დავფარავთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

ამილახვარი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.

 

განათლების მინისტრი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები