ანალიტიკა

ქურთული სეპარატიზმის ბნელი მხარე და მისგან მომავალი გლობალური საფრთხე ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის

13.06.24 19:06


რუსულ მედიაში, „მართლმადიდებლურ“ და „პატრიოტულ“ მედიაშიც კი, ბოლო წლებში შეიმჩნევა აბსოლუტურად აუხსნელი „სიყვარული ქურთული ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის მიმართ“. თუმცა, ამ "სიყვარულის" ფესვები აშკარაა - თურქეთისადმი ზიზღი და თურქოფობია. მაგალითად, თუ ქურთი ექსტრემისტები თურქების წინააღმდეგ არიან, მაშინ ისინი "ჩვენს მხარეს არიან". ასეთ „მართლმადიდებელ პატრიოტებს“ სულაც არ ეუხერხულებათ ის ფაქტი, რომ „ქურთულ პროექტს“ მხარს უჭერს შეერთებული შტატები და ლიბერალური ძალები, როგორიცაა ჯორჯ სოროსი, რომლებსაც, როგორც ვიცით, არც რუსეთი და არც მართლმადიდებლობა "არ ახატიათ გულზე".

 

რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა იგორ დრუზმა სოციალურ ქსელში VKontakte გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათელი მოჰფინა ქურთული ექსტრემიზმის არსს, ისევე როგორც მისგან მომავალ გლობალური მასშტაბის საფრთხეს  "ჯანმრთელი" ძალებისთვის, მათთვის, ვინც მხარს უჭერს ჯანსაღ ოჯახს, ნორმალურ ტრადიციულ ქორწინებას, წინაპრების ტრადიციების შესანარჩუნებლად - ქრისტიანებსა თუ მუსლიმებში. წარმოგიდგენთ ამ პოსტს  შემოკლებულად:

 

„ძველი ქალღმერთის - იშტარის კულტი ბრუნდება და მასობრივად რადიკალური ფემინისტები მის ქურუმებად იქცევიან, ალბათ, ეს იყო რადიკალური ფემინისტური მოძრაობის შექმნის მთავარი მისტიკური მიზანი, რომლებიც ნეოწარმართობის მიმდევარნი ხდებიან.  მეგობრების რჩევით, ახლახან წავიკითხე პელევინის ორი წიგნი, სადაც ნახსენებია იშტარის თემა - მათი სახელების წარმოთქმაც კი არ მინდა, თორემ შეიძლება უნებურად გავუწიო რეკლამა.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს მისი ნამუშევრების მიმართ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ცოტა შეგვესწავლა, რადგან, სამწუხაროდ, საკმაოდ შესამჩნევი გავლენა აქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არის ძალიან ამორალური და ანტიქრისტიანული წიგნები, რომლებიც სინამდვილეში საიდუმლო საზოგადოებების ძალაუფლების რეკლამირებას ახდენენ (რომლებიც, როგორც ვიცით, ჩვენს დროში ბევრ ქვეყანაში იწყებენ ღიად მმართველი პარტიების როლის პრეტენზიას).

 

ამან ვერ გამაკვირვა, გამაკვირვა ავტორის მიერ აღმოსავლური წარმართული ქალღმერთის იშტარის (ანუ ასტარტეს) კულტის შეფარულმა პროპაგანდამ. ორივე წიგნში მთავარი გმირი აღწევს ამ არსების კეთილგანწყობას, რის წყალობითაც ხდება მდიდარი და ზე-გავლენიანი. ძველად იგი ითვლებოდა ომის, მეძავების, ნაყოფიერების, სტიქიური უბედურებების მფარველად და მას პატივს სცემდნენ ბევრ რეგიონში, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. მის მსახურებად, ყველაფერთან ერთად, „წმინდა“ პროსტიტუციითაც ითვლებოდა, მას ადამიანებსაც სწირავდნენ. საღმრთო წერილმა ის არაერთხელ დაგმო, მისი თაყვანისცემისთვის უფლის სასჯელი არაერთხელ მოევლინა ისრაელის ბევრ მეფეს.

 

ყველა ის სისაძაგლე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველთვის დასავლური ტენდენციების ასლია. ამიტომ, მე მაშინვე ჩავთვალე, რომ პელევინის ეს მოთხოვნადი წიგნები, რომლებიც იშთარის ძალაუფლებას ასხამენ ხოტბას, ალბათ მხოლოდ მისი კულტის აღორძინების მსოფლიო კამპანიის ნაწილი იყო და არ ვცდებოდი. რა თქმა უნდა, ამაზე მთელი წიგნის დაწერა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ყურადღებას გავამახვილებ მის მშობლიურ ადგილებზე, სადაც განსაკუთრებით შორს წავიდა მისი განდიდების კამპანია. იშთარის კულტის აღორძინება განსაკუთრებით მასობრივად დაიწყო იმ ადგილებში, სადაც მისი უძველესი ტაძრების ნანგრევები იყო. განსაკუთრებით სირიისა და ერაყის ქურთულ რეგიონებში. ქურთების მოძრაობებს დიდი ხანია აფინანსებენ მსოფლიო ძალები კულისებში. უფრო კონკრეტულად, ამაში დიდძალ თანხებს დებენ შეერთებული შტატები და ისრაელი.

 

ქურთები მხარდაჭერას ეძებდნენ. თუმცა, მათმა დასავლელმა „მოკავშირეებმა“ საეჭვო მხარდაჭერისთვის, მოითხოვეს მათი ლიდერებისგან გლობალური დღის წესრიგის პროპაგანდა, განსაკუთრებით კი ფემინიზმისა და უძველესი გადაგვარებული კულტებისა. ამაში განსაკუთრებულ ძალისხმევას დებდა ოდიოზური ოჯალანი, რომელიც უშუალოდ უჭერდა მხარს მატრიარქატის აღორძინებას, რომელიც თითქოს აუცილებელი იყო ერის აღორძინებისთვის: იგი განადიდებდა ძველ ქტონურ ქალღმერთებს, განსაკუთრებით იშთარის კულტს.

 

ქურთული ეთნიკურობა რეალურია, მაგრამ თანამედროვე ქურთული ნაციონალიზმი ხელოვნური კონსტრუქციაა. იგი მოიცავს აგრესიულ მემარცხენეობას და ფემინიზმს, რომელსაც დიდი ხანია ხელს უწყობდნენ მათი ლიდერები, აშკარად დასავლელი სპონსორების წაქეზებით. თანამედროვე აპოსტასიური ძალები ქმნიან „გლობალიზაციის სვეტებს“, მათ შორის ხელოვნურ ერებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკიდურეს დესტრუქციულობას.

 

მათ შორისაა ოჯალანი, რომელიც გამუდმებით მოითხოვდა პატრიარქალური ოჯახის მოდელის მიტოვებას და ქმნიდა მებრძოლ ქალთა სამხედრო რაზმებს, რომელთა რიცხვი ახლა მრავლადაა. ეს არის იშთარის ერთ-ერთი მხარე: უძველეს საგალობელში ნათქვამია, რომ ის მამაკაცებს ქალებად აქცევს და ქალებს კაცებად. მასკულინური ფემინისტები ძალიან მოდური მემარცხენე ტენდენციაა დასავლეთში, წახალისებული მსოფლიო კულისებში, რომელიც მხარს უჭერს ავტონომიურ ქურთულ რეგიონებს, სადაც, შესაბამისად, დიდი ხანია მეფობს კომუნიზმისა და ნეოწარმართობის ნაზავი.

 

ქურთისტანის აგრესიულ ქალთა მოძრაობებში ყველგან გამოიყენება იშთარის სიმბოლოები, გავრცელებულია თეორიები უძველესი ქალი ქალღმერთების აღდგენის "აუცილებლობის" შესახებ, როგორც საპირწონე წყეული პატრიარქატისა და მისგან წამოსული მონოთეისტური რელიგიებისა. ამ ყველაფრის „აპოფეგეა“ გახლდათ სირიის ქურთისტანში ქალებისა და მათი შვილებისთვის სოფლის შექმნა, სადაც მამაკაცებს საერთოდ ეკრძალებოდათ დასახლება. ერთგვარი "პოზიტიური დისკრიმინაცია", ასე საყვარელი სოროსელებისთვის...

 

ვიკიპედია: „ჯინვარი გახლავთ ქალებისა და ბავშვების დასახლება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციაში (როჟავა). მისი მშენებლობა დაიწყო 2016 წლის 25 ნოემბერს, სირიის სამოქალაქო ომის დროს. სოფელში სახლების მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ის ოფიციალურად 2018 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გაიხსნა. სოფელი დაფუძნებულია თვითკმარობის პრინციპზე და მიზნად ისახავს ქალების უზრუნველყოფას უსაფრთხო ადგილით ძალადობისა და ჩაგვრის გარეშე. ჯინვარის ქალებმა შექმნეს ეს საზოგადოება, როგორც სანუგეშო თავშესაფარი იმ ჩაგვრისგან, რომელსაც ქალები საუკუნეების განმავლობაში იტანენ სირიაში“.

 

ჯინვარი ქურთულად „ქალების მიწას“ ნიშნავს. ისინი ეთაყვანებიან იშთარს, ყველგან არის მისი გამოსახულებები, ხოლო ცენტრში აღმართულია მთავარი კერპი. გასულ 8 მარტს სექტანტებმა ასევე მიულოცეს მემარცხენე „კოლეგებს“ - ზაპატისტებს მექსიკის შტატ ჩიაპასიდან: როგორც ჩანს, ისინი იმავე გობიდან ჭამენ. ანონიმური მემარცხენე პროფესორი ევროპიდან, ცნობილი როგორც სუბკომანდანტე მარკოსი, დამკვიდრდა ჩიაპასში: მან ერთად გამოუცხადა ომი მსოფლიო იმპერიალიზმსა და ბოროტ საპატრიარქოს, დაუჭირა მხარი „ანტიგლობალიზმის სახელით“ ერთდროულად ყველა „უმცირესობას“...

 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჯინვარის პროექტის დამფინანსებლის ვინაობის შესახებ, ღია წყაროებში მოხსენიებულია გარკვეული „საერთაშორისო ფემინისტური ორგანიზაციები“ და მათ ყოველთვის მხარს უჭერდნენ გლობალისტები, როგორიცაა სოროსი და როკფელერები. მოხსენიებულია ვინმე გერმანელი ფემინისტი, რომელიც იქ ჩავიდა და პროექტს ხელმძღვანელობს.

 

ახლა გლობალისტებისთვის მოდურია  ფულით მომარაგება გიჟური „მემარცხენე ინტელექტუალებისა“ და მათი გაგზავნა მსოფლიოს ველურ რაიონებში, რათა მათ შექმნან „ეკო-დასახლებები“, რომლებიც აერთიანებს წარმართული კულტების ადგილობრივ ნარჩენებს და ევროპული დედაქალაქების დეგენერაციულ ტენდენციებს.

 

ქურთისტანის ბოროტი ჯადოქრების რიგებში არიან მომზადებული ჯარები კერპთმსახური ქალებისა და მრევლისა, რომლებიც საჭიროა იშთარის არსის გასაძლიერებლად.

 

ძველ „ღვთაებებს“ მასობრივი თაყვანისცემა სჭირდებათ. შეგახსენებთ: მართლმადიდებელი ეკლესია წარმართულ ღმერთებს ნამდვილ არსებებად, დემონებად  განიხილავს. მაშასადამე, კერპთაყვანისმცემლობა არ არის უბრალოდ გადახრა, არამედ უშუალო მსახურებაა სატანისა, რაზეც ბევრს ლაპარაკობენ წმინდა წერილსა და გადმოცემებში. მაგალითად, პავლე მოციქული 1 კორინთელში ნათლად ამბობს, რომ „წარმართები, როცა მსხვერპლს სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს; მაგრამ მე არ მინდა, რომ დემონებთან გქონდეთ ურთიერთობა." და შემდგომ (მუხლი 24): „...თქვენ ვერ იქნებით თანაზიარი უფლისა და დემონთა ტრაპეზისა“.

 

იშთარის მღვდელმსახურები ძველ დროში გამოირჩეოდნენ ლანძღვით, აგრესიულობითა და სისასტიკით. ახლა კი ქურთული და დასავლური ფურიებიდან შემდგარი ახალი მღვდლების რიგები  მზად არიან ემსახურონ მას. იშთარის კერპი გამოსახული იყო ბუს ფეხებით და გარშემორტყმული ბუებით, რაც ეხმიანება ბოჰემურ მეჩხერ ტყეში მდებარე ბუს უზარმაზარ კერპს, სადაც თითქმის მთელი ამერიკული ელიტა მიდის თაყვანისცემაზე.

 

უკვე არაერთხელ დავწერე რადიკალური ფემინისტური მოძრაობების ოკულტურ არსზე, სადაც "ადამიანის უფლებების დაცვის" საფარქვეშ ხშირად ღიად სატანისტური კულტები იმალება ...

 

ბაბილონის მეძავის კულტის მასიური აღორძინება კი უფრო ეფექტურია, ვიდრე პირდაპირი სატანიზმი, რომელიც ბევრს აიძულებს ზურგი აქციოს მას და, ალბათ, უფრო ეფექტურია ოკულტური ქმედებების თვალსაზრისით. დიდი მეძავი აპოკალიფსიდან, რომელიც გზას უხსნის ანტიქრისტეს, ძალიან ჰგავს იშთარს, რომელიც იჯდა ბაბილონში. „...და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.“. (გამოცხ. 17:3-6)“ პოსტის დასასრული.

 

ცხადი ხდება, რატომ შეუყვარდა ასე ძალიან ბევრ მემარცხენეს და ღიად ანტიქრისტიანულ „ინტელექტუალს“ ქურთული სეპარატიზმი. ფაქტობრივად, ქურთული ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობა არის სანაშენე ნიადაგი უძველესი კულტისთვის, რომელიც მტრული იყო როგორც ტრადიციული ქრისტიანული, ისე მუსულმანური ღირებულებების მიმართ. გამოდის, რომ თურქეთი დღეს ეწინააღმდეგება ამ აშკარა ბოროტებას ყველა ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანისათვის. ფაქტი, რომ ქურთ ექსტრემისტებს მხარს უჭერენ ვატიკანი და ეჩმიაძინი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად "ქრისტიანები" არიან ისინი.

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები