პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გაეროში, აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

14.06.24 10:03


გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 17-ე ასამბლეის დასკვნით დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს საჩინ დევ პავითრანს, ტექნოლოგიების და ინფორმაციის მისაწვდომობის დირექტორს ელისონ ლევის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეზღუდული შესაძლებლობის მართლმსაჯულების ოფიცერს ესლან ელისონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შშმ პირთათვის კომუნიკაციისა და ვებ-მისაწვდომობის სტანდარტებზე, კარგ საერთაშორისო პრაქტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოებზე. საუბრის დროს, დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება.

 

„ასევე, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და აუცილებლობაზე.

 

„აშშ-ს მისაწვდომობის საბჭო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აშშ-ში ფედერალურ დონეზე უწევს კოორდინაციას შშმ პირთა ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, სერვისების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობის საკითხებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან შეხვედრა აშშ-ს მისაწვდომობის საბჭომ საკუთარ X პლატფორმაზე გაავრცელა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები