პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა

14.06.24 14:00


ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

 

„დავუშვათ,რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერ მიხვდით, ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

 

ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი საქციელს გიწონებთ და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს.

 

თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში, არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს, ეს ქვეყანა არ გადაკიდოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები