მსოფლიო

ვიქტორ ორბანი - ნატო-ს წევრი 32 სახელმწიფოდან 31-ს რუსეთზე გამარჯვება სურს, უნგრეთი მიიჩნევს, რომ ეს შეცდომაა

14.06.24 15:13


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ქვეყნების სურვილი რუსეთის უკრაინაში დამარცხებისა, შეცდომაა. ამის შესახებ მან უნგრულ რადიოსთან ისაუბრა.

 

ორბანის თქმით, უნგრეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო წევრია.

 

„ნატო-ს წევრი 32 სახელმწიფოდან 31-ს რუსეთზე გამარჯვება სურს. უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის შეცდომა, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენ მარტო დავრჩით იმ 32 ქვეყანას შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება არ არის აუცილებელი.

 

„ნატო მხარს უჭერს ომს, როდესაც უნგრეთი მშვიდობის მხარესაა“, – აცხადებს ორბანი.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს, უნგრეთის ერთი კვადრატული მეტრიც კი რუსეთის სამხედრო სამიზნე გახდეს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის გადაბირებას ცდილობენ იმ მხარეს, სადაც მშვიდობის გადაწყვეტა, შესაძლოა, ომით მოხდეს.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები