პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს

14.06.24 16:13


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

 

„ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა, კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს”, - ნათქვამია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები