საზოგადოება
28.04.16 14:25
შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზფესტივალი ბათუმში, 15-24 ივლისს გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „Check in GEORGIA-ს“ ფარგლებში კულტურის სამინისტრო და „თიბისი“ ბანკი; ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენია“. მონაწილეთა სია კი ასე გამოიყურება:
15 ივლისი - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO AL STARS feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier / ქუინსი ჯონსი და „გლობალ გამბო ოლ სტარსი“;
16 ივლისი - MILES ELECTRIC BAND/ მაილს ელექტრიკ ბენდი ;
17 ივლისი - Ms. Lauryn Hill / მის ლორენ ჰილი;
21 ივლისი - THE PRODIGY / პროდიჯი;
22 ივლისი - JAMIE CULLUM / ჯეიმი კალუმი;
23 ივლისი - Chris Brown / ქრის ბრაუნი;
24 ივლისი - MACY GRAY/ მეისი გრეი.
მსმენელს ფასიანი კონცერტების გარდა შესაძლებლობა ექნება, ბათუმის ბულვარში უფასო კონცერტებსაც დაესწროს.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა წლევანდელი მონაწილეების სიას გენიალური უწოდა და აღნიშნა, რომ ფესტივალს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, „ეს მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ასევე ტურიზმის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც, რადგან მთელი რეგიონიდან დიდი ინტერესია“, - ამბობს ნიკა ქურდიანი ჟურნალისტებთან საუბარში.
„წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. მონაწილეთა სია ძალიან გრძელია, რადგან 200-ზე მეტი უცხოელი შემსრულებელი ჩამოდის საქართველოში და დაახლოებით 100 ქართველი შემსრულებელი წარდგება მაყურებლის წინაშე“ - განაცხადა „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ. მისივე ინფორმაციით, ფესტივალზე ბევრი ტურისტს ელოდებიან, რადგან სასტუმროები ამ პერიოდისთვის უკვე დაჯავშნულია და შემსრულებლების დაბინავებაც კი გაუჭირდათ.
რაც შეეხება ფესტივალისთვის გამოყოფილ თანხას, მან 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ბილეთების მაქსიმალური ფასი 50 ლარი იქნება; გაყიდვა დაიწყება 11 მაისიდან ონლაინ ვებგვერდზე tkt.ge.
წყარო : IPN /www.liberali.ge/
წაკითხულია : 55
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
14:1021.05.24
-
13:4521.05.24
-
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა
13:2021.05.24
-
კახა კალაძე - ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება
12:5621.05.24
-
12:2421.05.24
-
12:0121.05.24
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24