ეკონომიკა

საქართველოდან ევროპაში უნაკერო მილები ექსპორტზე გადის

13.02.17 14:50


პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ევროკავშირის ბაზარზე უნაკერო მილების ექსპორტი დაიწყო.

უნაკერო მილებს გაიტანენ იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.

პირველი შეკვეთის მოცულობა 2 ათასი ტონაა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

„უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. ქარხნის ახალი მენეჯმენტის მიზანია ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის მთავარი პროგრამის ფარგლებში აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონალურ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბაზრებზე.

2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე საკუთარი ბრენდით, უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე.

უნაკერო მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები