ეკონომიკა

თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა

08.03.17 21:40


მოკლე მანძილზე მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა, აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროვტობუსის“ განცხადებაში.

ამჟამად თბილისში გრძელ მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ღირს, ხოლო მოკლე მარშრუტზე, გარეუბნებში – 50 და 40 თეთრი.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა თბილისში 50 თეთრი ღირს.

ტარიფის გაზრდა კომპანიაში ახსნეს იმით, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხი ათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები. „მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა, მიკროავტობუსის ტექნიკურ სერვისს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, კომპანია საკუთარ თავზე იღებს“, – ნათქვამია განცხადებაში. „თბილისის მიკროავტობუსი“ კერძო კომპანიაა, რომელიც თბილისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მას შემდეგ კომპანიას ტარიფები არ შეუცვლია. ამჟამად კომპანიის ავტოპარკი დაახლოებით 2 ათას სამარშრუტო ტაქსის ითვლის.

კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, აქედან 3 ათასი – მძღოლია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები