ეკონომიკა
09.03.17 22:00
კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (JSC Anaklia Development Consortium (Georgia), რომელიც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით არის დაკავებული, წარადგინა პორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება.
გენერალური გეგმა 50 წელზეა გათვლილი და პორტის ეტაპობრივ განვითარებას ითვალისწინებს. პირველი ფაზა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლამდე გაგრძელდება. პირველი ფაზა ითვალისწინებს კონტეინერების გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, პორტისა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას. ამავე პერიოდში იგეგმება საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიყვანა პორტამდე და პორტის თანამშრომლებისათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
გენერალური გეგმის მიხედვით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის მშენებლობისათვის დამატებით შეიძენს მიწას და ამ ტერიტორიიდან 63 ოჯახს გაასახლებს.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტის განვითარების პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვის გაორმაგება იგეგმება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთების გადამუშავების ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე. JSC Anaklia Development Consortium (Georgia)–მა 2016 წლის თებერვალში პორტის მშენებლობის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა. ინვესტიციების საერთო მოცულობა 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
კონსორციუმი დაარსებულია კომპანია TBC Holding–ისა და ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC–ის მიერ, რომელიც პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში ახორცილებეს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24