ეკონომიკა
22.03.17 19:35
ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways — "აირზენა — საქართველოს ავიახაზები" — მაისიდან ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანია "აირზენასთვის" სამშაბათს გასცა.
"აირზენა" რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისი და თბილისი-პრაღა-თბილისი კვირაში ორჯერ — ორშაბათობითა და შაბათობით განახორციელებს. ავიამიმოსვლა პრაღასთან 15 მაისს დაიწყება, ხოლო ლონდონთან — 22 მაისს.
28 მარტიდან ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში 180-იდან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას ითვალისწინებს. "აირზენა" ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ასევე განაახლებს ფრენებს კიევისა და ხარკოვის მიმართულებით. კერძოდ, რეისები თბილისი-კიევი-თბილისი 2 აპრილიდან ყოველდღიურად შესრულდება, ხოლო თბილისი-ხარკოვი-თბილისი — 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე ოთხშაბათობითა და შაბათობით. ავიაკომპანია "აირზენა" 1993 წელს შეიქმნა. 1999 წელს ის საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — "საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება "აირზენა" მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24