საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

22.08.17 22:10


ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ ქობლიაშვილმა (-85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (-98 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პარიზში დაიწყო.

ქობლიაშვილმა ¼ ფინალში თურქ მეტეჰან ბასარუსთან წააგო, მაგრამ რადგან თურქი მოჭიდავე ფინალში გავიდა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ქართველმა სპორტსმენმა რეპეშაჟში გამოსვლის უფლება მიიღო, სადაც ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები ნადარეიშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც ¼ ფინალში არტურ ალექსანიანთან წააგო სომხეთიდან.

რეპეშაჟში ქართველმა მოჭიდავემ, მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, ირანელი სეიდმუსტაფა სალეჰიდზადე დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში — უზბეკი რუსტამ ასაკალოვი.

22 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის გათამაშდება მედლები ოთხ — 59, 66, 80 და 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ლაშა მარიამიძე (-59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (-66), ზურაბ დათუნაშვილი (-80) და ლევან არაბული (-130).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები