საზოგადოება

ურეკში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა პრობლემები შექმნა

23.08.17 14:35


ურეკსა და შეკვეთილს კოკისპირული წვიმა და ქარიშხალი დაატყდა თავს, წაიქცა ხეები და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ელექტროსადენების დაზიანების გამო დენის გათიშვა აუცილებელი გახდა. მისი თქმით, ხუთ საცხოვრებელ სახლს ქარიშხალმა სახურავი გადახადა. სტიქია დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური გზა. გზები ხეებისგან სპეციალურმა სამსახურებმა ღამითვე გაწმინდეს.

ურეკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები