საზოგადოება

ქობულეთი-გურიის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ, დაშავებულია 28 მგზავრი

23.08.17 15:50


ქობულეთი-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. ისინი ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ერთი მიკროავტობუსი ამობრუნდა.

ორი მიკროავტობუსიდან ერთს მგზავრები ბათუმიდან თბილისში, მეორეს კი - თბილისიდან ბათუმში გადაჰყავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები