საზოგადოება

სომხეთიდან მომავალი მიკროავტობუსი საქართველოში ტრაქტორს შეეჯახა

23.08.17 16:35


Mercedes Benz Vito-ს მარკის მიკროავტობუსი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში მიემართებოდა, ქუთაისი-სამტრედია ავტომაგისტრალის 21-ე კილომეტრზე, წყალტუბოსთან ახლოს, ტრაქტორს შეეჯახა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურში.

უწყების მონაცემებით, ავტოავარიის შედეგად ექვსი პირი დაშავდა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მიკროავტობუსის მგზავრთა რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მგზავრთა შორის ორი 7 წლის გოგონა იყო.

საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში იუწყებიან, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა", რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები