საზოგადოება

ავტოავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

23.08.17 18:40


ცენტრალურ მაგისტრალზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ინფორმაციით. დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით "მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დარღვევა, რომელსაც ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმე დაზიანება მოჰყვა".

ავტოავარიაში დამნაშავეს ემუქრება ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები