ეკონომიკა

საქართველომ EBRD-გან შესაძლოა 350 მილიონი ევრო მიიღოს

06.09.17 15:05


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში სულ მცირე 350 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისში EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.

ჩაკრაბარტი თბილისში იმყოფება ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებში ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ინესტირების სფეროები ამჯერად უფრო მრავალფეროვანი გახდება. ჩაკრაბარტიმ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო.

„დღის წესრიგში კვლავ კერძო სექტორია. აგრეთვე მივესალმებით ენერგეტიკულ სექტორსა და ჰიდროპროექტებს, თბილისსა და ბათუმში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოჩენას. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ინვესტიციები შეეხება", — განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია — ქვეყანაში ორგანიზაციას 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით", — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა EBRD-ის მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები