ეკონომიკა

აგვისტოში ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავ შემცირდა

11.09.17 14:55


აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 100,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,3 ათასი ტონით ნაკლებია, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში 57,1 ათასი ტონა ბენზინის და 43 ათასი ტონა დიზელის იმპორტირება მოხდა. მათგან A-91 რეგულარი მარკის ბენზინი — 41,3 ათასი ტონა (72,3%), A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი — 15,2 ათასი ტონა (25,5%), A-98 სუპერი მარკის ბენზინი — 1,3 ათასი ტონა (2,2%), ხოლო ევრო დიზელი – 43 ათასი ტონა (100,0%).

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან — 34 ათასი ტონა (33,9%), ბულგარეთიდან — 20,1 ათასი ტონა (20,0%), რუსეთიდან — 18,2 ათასი ტონა (18,2%), აზერბაიჯანიდან — 11,6 ათასი ტონა (11,5%), თურქმენეთიდან — 8,5 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან — 6,5 ათასი ტონა (6,4%), უკრაინიდან — 1,7 ათასი ტონა (1,6%) და სხვ.

გარდა ამისა, აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 14,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი — 93,5 % ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოვიდა. საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა კი შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა ირანიდან — 341,5 ტონა, გერმანიიდან — 274,2 ტონა, თურქეთიდან — 262,7 ტონა, რუსეთიდან — 246,5 ტონა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა, რაც 4,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან — 7,5 ტონა, საბერძნეთიდან — 1,6 ტონა, აზერბაიჯანიდან — 1,1 ტონა.

თხევადი აირის (LPG) იმპორტმა კი შეადგინა 3,3 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელქვეყანაში 2017 პირველ ნახევარში 456,7 ათასი ტონა შემოიტანეს, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეგახსენებთ: ქვეყანაში 2017 პირველ ნახევარში 456,7 ათასი ტონა შემოიტანეს, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საწვავის შემოტანა მიმდინარე წლის ივნისის თვეშიც შემცირდა — ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 85 ათასი ტონა შეადგინა, რაც 07%-ით ნაკლებია მაისის თვის მონაცემებთან შედარებით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები