ეკონომიკა

როდის დადგინდება საქართველოში ახალი ტარიფი ელექტროენერგიაზე

26.12.17 15:30


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისთვის — Energo-Pro Georgia და „თელასი" — ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის საკითხის განხილვა 27 დეკემბრამდე გადადო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას განცხადებით გაზაფხულზე მიმართეს, რის მიზეზადაც ლარის კურსის ვარდნას ასახელებდნენ.

ამ მომენტში ეროვნულმა კომისიამ უკვე გადახედა თბო და ჰიდროელექტროსადგურებისთვის დაწესებულ და ასევე დისპეტჩერიზაციის ტარიფებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში გაიზარდა.

დღეისთვის თბილისში სამომხმარებლო ტარიფი კომპანია „თელასის" აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 101 კვტ. სთ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 11 თეთრია, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 14.4 თეთრი, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე— 18,2 თეთრი.

კომპანია Energo-Pro Georgia–ს აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი შემდეგია: თვეში 101 კვტ.სთ–მდე დახარჯული ელექტროენერგიისთვის გადასახადი 10, 978 თეთრს შეადგენს, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 14.348 თეთრი, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე— 18, 178 თეთრი.

ლარის მიმდინარე კურსია – 2,5372 GEL/$1.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები