ეკონომიკა

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდება

26.12.17 16:30


დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, რომელიც 5000 ლარის ფარგლებში ყველა საბანკო დეპოზიტის დაზღვევას ითვალისწინებს.

დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული სისტემის აუცილებლობასა და მოქალაქეების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, აღნიშნა რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ისედაც ყველაზე მდგრადია რეგიონში, ცვლილებები კი მას კიდევ უფრო მეტად სანდოს გახდის.

კომერციულმა ბანკმა ფონდში ერთჯერადი 100 ათას ლარიანი შენატანი უნდა განახორციელოს.

ამის შემდეგ ბაკი ვალდებულია ყოველთვიური შენატანები განახორციელოს. დარევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ბანკს მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან ჯარიმა დააკისროს.

დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და 2 დამოუკიდებელი წევრი, რომელთაც კომერციული ბანკები ირჩევენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები