ეკონომიკა
26.12.17 21:00
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო.
მინისტრი იმყოფებოდა „სარფის” საბაჟო-გამშვებ პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონაში, სადაც დეტალურად გაეცნო რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ბათუმის სერვის-ცენტრსა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მამუკა ბახტაძე გაეცნო იმ ელექტრონულ სერვისებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.
„დღეს, გავეცანით მომსახურებას და იმ პროდუქტებს, რომლებიც მიმდინარე წელს შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, თანამშრომლებისგან მოვისმინეთ ინიციატივები, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება, ასევე, მათ გავაცანით ის რეფორმები, რომელსაც დავნერგავთ მომავალ წელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული საბაჟოს იდეაზე. პოზიტიური ფაქტია, რომ ჩვენს სერვის-ცენტრებში მომსახურების რაოდენობა პროცენტულად იზრდება. ამის პარალელურად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო თანამედროვე, მომსახურება ორიენტირებული იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24