ეკონომიკა

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის, დღეს გახდება ცნობილი

27.12.17 14:45


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს, საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს. დღეს დადგენილი მაჩვენებლები ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა და 3 წლის განმავლობაში უცვლელი იქნება. სემეკ-ის სპიკერის ქეთევან ბერიკაშვილის განცხადებით, კომისიას აქვს უკვე ყველა მონაცემი, იმისთვის, რომ განსაზღვროს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი.

„კომისია იმსჯელებს „თელასისა“ და „ენერგოპრო ჯორჯიასთვის“ საბოლოო ტარიფის დადგენაზე. წინა სატარიფო სხდომებზე კომისიამ განიხილა და დაადგინა საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში შემავალ კომპონენტებზე შესაბამისი ტარიფები, ასევე შეთანხმდა ინვესტიციები, რომლებიც კომპანიებმა უნდა განახორციელონ მომდევნო წლების განმავლობაში. კომისიას აქვს უკვე ყველა მონაცემი, იმისთვის, რომ განსაზღვროს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი“,-განაცხადა ბერიკაშვილმა.

საჯარო სხდომა დღეს, 11:00 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება ნებისმიერ პირს შეუძლია.

წყლის ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ი ხვალ იმსჯელებს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები