ეკონომიკა

მაჭავარიანი: მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება

13.11.18 17:40


საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 4.5% ეკონომიკურის ზრდის პროგნოზით.

„9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.9%-ს, განახლებული პროგნოზით მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა5.0% იქნება. 2019 წელთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაცგაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც მივიღეთგადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე და თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მომდევნო წლის შუაპერიოდში მზარდ ვართ, რომ დავაკორექტიროთ ბიუჯეტი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები