საზოგადოება

ყაზახეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

16.04.19 17:45


ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ქ. ნურ-სულთანში, სასტუმრო „Park Inn by Radisson Astana“-ში გაიმართა პრეზენტაცია „საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება“.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას ტურიზმის სფერო წარმოადგენს. ელჩმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი.

დამსწრე საზოგადოებას ასევე განემარტა, რომ საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს, ხაზი გაესვა, რომ დინამიურად ვითარდება საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 25%–მდე გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი ყაზახეთიდან. აღნიშნულ მზარდ დინამიკას ხელს უწყობს პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ქ. ნურ-სლთანსა და თბილისს შორის, ასევ რეგულარული ავიარეისები ალმატი-თბილისი და აქტაუ თბილისი.

პრეზენტაციის სახით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტო და ვიდეო მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა მიღება, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის 40-ზე მეტი წამყვანი ტურისტული კომპანია, ტურისტული ასოციაციის წევრები და ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები