საზოგადოება

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

17.04.19 13:00


დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიმართა.

ასევე უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ღონისძიება ეძღვენობდა დედაენის დღესა და 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ,უნივერსიტეტის რექტორმა ლასლო ბორჰიმ, ამავე უნივერსიტეტისჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გაბორშონკოიმ და ქართული ენის კურსის ხელმძღვანელმა ბენედეკ ჟიგმონდმა. გამოსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-უნგრულლიტერატურულ კავშირებზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობასა და უნგრელი ქართველოლოგის მ.იშტვანოვიჩისწვლილზე ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების კონტექსტში.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა დედაენის დღის ისტორიულ როლს, რამაც კიდევ უფრო გააღვივასაქართველოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა და ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის,მან ასევე ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე და მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილს ესტერიშტვანოვიჩს გადასცა მადლობის სიგელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო-აკადემიური წრეების,დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი ქართული კერ ძები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები