ეკონომიკა

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

23.04.19 10:30


საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს დღეს პარლამენტში მოუსმენენ.

ივანე მაჭავარიანის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოსმენა ფრაქციების "ევროპული საქართველო" და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მოთხოვნის საფუძველზე მოხდება.

საკომიტეტო მოსმენის დღის წესრიგშია კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხების განხილვა.

მინისტრის მოსმენა 14:00 საათზე დაიწყება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები