საზოგადოება

„საქართველო ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლოა" - ბახტაძე კონსტანტინე ჯანაშიას შეხვდა

02.05.19 16:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ადამიანს, პროფესიონალ „სთრონგმენ" კონსტანტინე ჯანაშიას უმასპინძლა.

„რაგბი ჩვენი თამაშია": პრემიერმა „ბორჯღალოსნებს" გამარჯვება მიულოცა.

ჯანაშია მრავალჯერ გახდა „საქართველოს ყველაზე ძლიერი ადამიანი".

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მსოფლიო ტურნირზე და 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოტეს ევროპის ბოლო ჩემპიონატზე გულშემატკივრების ასეთი გახარებისთვის და წარმატება ვუსურვო ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში. კოტე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ საქართველო არის ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლო!", – აღნიშნა ბახტაძემ.

„სთრონგმენი" ეს ძალისმიერი სპორტის სახეობაა, რომელიც თავისი სანახაობით იზიდავს თაყვანისმცემლებს. სპორტსმენები ვარჯიშობენ სატვირთოების, მსუბუქი ავტომობილების ბორბლების გამოყენებით და კლასიკური სპორტის სახეობებისთვის უჩვეულო "მოწყობილობებით".

სპორტის ამ სახეობის მიმდევრებს "სთრონგმენებს" უწოდებენ.

29 წლის ჯანაშია წარმოშობით ქუთაისიდანაა. მისი წონა 170-175 კგ-ია, სიმაღლე კი 197 სმ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები