საზოგადოება

“თავისუფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს” – მამის უფლებების დასაცავად ქუჩაში, მსჯავრდებული დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც გამოვლენ

03.05.19 10:45


მამა გიორგი მამალაძის ოჯახი დღეიდან აქციებს იწყებს. მამის უფლებების დასაცავად ქუჩაში, მსჯავრდებული დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც გამოვლენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან. აქციები გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.

მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

დეკანოზის ოჯახმა აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსჯავრდებული სასულიერო პირი სააღდგომოდ არ შეიწყალეს.

„აქციას შემოუერთდებიან ჩემი ძმის მცირეწლოვანი შვილები და მინდა ამით დავანახო საზოგადოებას თუ რა ვინ გაამწარა საპატრიარქომ. რადგან მათი უდანაშაულო მღვდელი დღესაც ციხეში ზის პარალიზებული და მათ არ გადადგეს ის ნაბიჯი, რომ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მთელი ოჯახი ჩავერთვებით აქციაში. თხოვნა რჩება რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩემი ძმის გათავისუფლება, რადგანაც ჩემი ძმა არის უდანაშაულო,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები