საზოგადოება

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მატარებლის შემოსვლისას მგზავრი ლიანდაგზე ჩავარდა

03.05.19 11:15


მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მგზავრს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, მგზავრი ახალგაზრდა მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები