საზოგადოება
03.05.19 14:45
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები.
ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სუს-ის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
"გასულ წელს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2018 წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-მდე კვლავ იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. ქვეყანაში მათ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, სამსახური განაგრძობს მუშაობას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, მის საქმიანობაში მონაწილეობისა და დახმარებისათვის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა გავლენა იქონია საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრების ტენდენციაზე. 2018 წელს, სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები.
მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.
აღსანიშნავია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა.
დოკუმენტი შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მიზნები და ამოცანები.
სტრატეგიის შექმნის პროცესში გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აქტიურად ვთანამშრომლობდით სტრატეგიულ პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან",-განაცხადა გომელაურმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24