საზოგადოება

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდა იგეგმება

06.05.19 15:45


„წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება როგორც დედაქალაქში, ისე – რეგიონებში.

„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე სხვადასხვა ტიპის კამერა იქნება – ნომრისა და სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვისა და ასე შემდეგ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში.

ასევე, ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს. ცვლილებები უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში წარვადგენთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც, მაგალითად, უკავშირდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, დგომა-გაჩერების წესების დარღვევას, სიჩქარის გადაჭარბების სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას. ასევე, ვგეგმავთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება ვიდეოკამერებს მივაბათ“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები