საზოგადოება

საქართველოს ფოსტა იყიდება

06.05.19 17:00


საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით საქართველოს ფოსტა იყიდება.

მისი პრივატიზება წელს არის დაგეგმილი და მისით უკვე დაინტერესდნენ ”საქართველოს ბანკი”, TBC და რამდენიმე უცხოური კომპანია.

საქართველოს ფოსტის კომერციალიზაცია შემდგომი პრივატიზების მიზნით, 2013 წლიდან დაიწყო.

„რამდენიმე კომპანია დაინტერესებულია, პროცესი მიმდინარეობს, ეს ჩვენ დავიწყეთ 2013 წელს, ეს გახლავთ კომერციალიზაცია შემდგომი პრივატიზების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა, როგორც კომპანიაში, ასევე დამფუძნებელთან და ასევე ეკონომიკის სამინისტროში მასზედ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კომპანიის განკერძოება-პრივატიზება.

რამდენიმე უცხოური იკომერსით დაკავებული კომპანიები და ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. საქართველოც ბანკიც დაინტერესებულია, TBC ბანკიც დაინტერესებულია. სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, ვთანამშრომლობთ TBC ბანკთან და ვეცდებით რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც“ - აცხადებს „საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები