ეკონომიკა

"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა" - ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე

24.05.19 10:00


ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსთან დაკავშირებით ამბობს, რომ "არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა". მინისტრის თქმითვე, მოსაზრება, რომ ლარის კურსის ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია.

„როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა.

ასევე, 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება.

აპრილის მონაცემებით, 30% იანი ზრდა იყო. პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.

მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა.

მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად.

არანაირი ბიზნესი არ კოტრდება, პირიქით ეკონომიკა იზრდება.

საქართველო ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით. ისეთ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. ნახეთ ვალუტის კურსს რა მოსდიოდა.

შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები რაღაცა პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ, იარსებებს. ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი ეკონომიკური მაკრო და ფისკალური პოლიტიკა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები