ეკონომიკა

საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

27.05.19 17:15


პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი” ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილისა დამზადდება.

პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრისას მნიშვნელოვნად შეფასდა ის ფაქტი, რომ საწარმო მთავრობის ხელშეწყობით აშენდება და იქნება რეგიონში პირველი ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის ნაწილი იყოს ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „ჩანგანი“. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობა მიიღო „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივაში.

პრემიერ-მინისტრის, „აი გრუპისა“ და „ჩანგანის“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართულმა კომპანია „აი გრუპისა“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

სამშნებლო სამუშოები ქუთაისში უახლოეს თვეებში დაიწყება.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები