ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

28.05.19 16:15


ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 28 მაისს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 105 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.990 პროცენტით, მაქსიმალური 7.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.036 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.000 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები