ეკონომიკა

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი ტარდება

31.05.19 13:45


თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მე-11 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ ტარდება.

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმი მოიცავს ურბანული განვითარების თემატიკას და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში აქტიურად განიხილება. ფორუმის პირველი სესია ქალაქის განვითარების სტრატეგიას მიეძღვნა და მსჯელობა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით წარიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის სწორად განვითარება ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ მიზნით, დედაქალაქის მერი ექსპერტების ჩართულობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„დღეს აქ, ფორუმზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ხალხს აწუხებს.

ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის შეფასება ურბანული განვითარების ერთიანი კონტექსტის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ეს ღონისძიება სწორედ ურბანულ საკითხებზე ორიენტირებული სესიით იხსნება, რომელიც მიეძღვნება ურბანული განვითარების სტრატეგიას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები