ეკონომიკა

ბახტაძე ბოკერიას: “თიბისი ბანკის” საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან მისი აქციონერები

31.05.19 15:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პრემიერის თქმით, "ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი".

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, თავად დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები “თიბისი ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

"კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში "თიბისი ბანკთან" დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები