ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

03.06.19 11:30


საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის აპრილში, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

ზრდა 2019 წლის აპრილში დაფიქსირდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ფინანსური საქმიანობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და მომხმარებლის მომსახურების სფეროებში. ვარდნა დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში.

„საქსტატის" მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,8% შეადგინა.

მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდამ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 4,7% შეადგინა.

წლის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან ფონდში აღნიშნეს, რომ მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები გადაწონის შედარებით დაბალ საგარეო მოთხოვნას და დაკრედიტების შედარებით ნელ ზრდას.

პრემიერი: საქართველოს გარე რისკებისგან იმპორტჩანაცვლება დაიცავს.

მსოფლიო ბანკმა, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წელს გააუარესა 5%-იდან 4,6%-მდე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და 4,6%-ს შეადგენს, ხოლო 5%-მდე აღდგება 2021 წლისთვის.

ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები