ეკონომიკა

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა

03.06.19 12:30


წლიური ინფლაციის განაკვეთი მაისშიც გაიზარდა და 4.7% შეადგინა.

ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს - 3%-ს ინფლაცია უკვე მესამე თვეა აჭარბებს.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-19.9 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.6 პროცენტი).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები