პოლიტიკა

"საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია"- დონალდ ტუსკი

11.07.19 14:30


საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენი შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, თუ როგორ განვავითაროთ, ისედაც უკვე მყარი ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ავამოქმედებთ სრულ პოტენციალს ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების კონტექსტში. ჩვენ ვიზრუნებთ – სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განათლების, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის და ა.შ. მიმართულებით. ქართველებს შეუძლიათ, ევროპაში ვიზის გარეშე იმგზავრონ, რაც რა საკვირველია, გაცილებით უფრო მეტად დააკავშირებს ევროქვეყნების მოსახლეობასა და საქართველოს, კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს ერთმანეთს და უფრო მეტს გავაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა წინ აღვუდგეთ მიმდინარე წინააღმდეგობებს“, - განაცხადა ტუსკმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები