მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გუნდმა ხმების 42 % მიიღო, 0,47 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ

22.07.19 15:00


უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტია „ხალხის მსახური“ უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობას წარმოადგენს, თუმცა, მას კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან ერთად სჭირდება იმისათვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. თავის მხრივ, ზელენსკი გამორიცხავს პრორუსულ პარტია „ოპოზიციის პლატფორმასთან“ კოალიციას.

 

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ამომრჩეველთა 42 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. „ოპოზიციის პლატფორმამ“ 12%, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8.64%, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინამ“ კი 8,33%. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა გაერთიანებამ“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 0, 47 % მიიღო.

 

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ ზელენსკი მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრას და რადიკალური რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები