საზოგადოება

ლევან გოფაძე: რაც შეიძლება მეტს უნდა გაუკეთდეს ტესტირება, უფრო ავიცილებთ შიდა გავრცელებას

27.04.20 17:00


რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსზე ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს.

"რაც უფრო მეტის კონტროლის საშუალება გვექნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას"- თქვა მედიკოსმა.

"ახლა რომ არ არის სრულიად საკმარისი [კონტროლი] ეს იქიდანაც ჩანს, რომ არის საუბარი იმაზე, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ეს, ანუ თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ უფრო მეტი კვლევა არის საჭირო. ჩემი შეფასება ამ საკითხში მაინცდამაინც დიდი კომპეტენტური არ იქნება, იმიტომ, რომ მე მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ. ამას უფრო დეტალურად იცნობს, ფლობს და არეგულირებს ჩვენი NCDC. ასე რომ უნდა დავუჯეროთ მათ, რასაც გვირჩევენ, ისე გავაკეთოთ.

პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, ვთქვათ, კლასტერებს დავარქმევთ თუ ჯგუფებს, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - დასძინა გოფაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები